Jul 6, 2012

გველი – საშიში არსება თუ ერთი ჩვეულებრივი ქვეწარმავალი?

გველის ჩვეულებრივი, მეცნიერული განმარტება ასეთია:

გველები ქვეწარმავალთა ქვერიგი. აქვთ წაგრძელებული უკიდურებო, ქერცლით დაფარული სხეული, რომლის შეფერილობა ხშირად გარემოს ეხამება. თვალები დაფარული აქვთ გამჭირვალე გარსით, რომელიც კანის ცვლისას სცილდებათ. დაფის აპკის და შუა ყურის უქონლობის გამო პრაქტიკულად მოკლებული არიან სმენას.

იხვნისკარტა


იხვის, თახვისა და წავის ნაერთი ბუნების ყველაზე უცნაური ცხოველების სიაში საპატიო ადგილს იკავებს. მეცნიერები, რომლებიც პირველად ეცნობოდნენ ამ სახეობის წარმომადგენლებს, ფიქრობდნენ, რომ ბოროტი ხუმრობის მსხვერპლნი იყვნენ. დღესდღეობით კი მის რეალურობაში ეჭვი აღარავის ეპარება.

აშურა – შიიტების სისხლიანი ტრადიცია


ისლამურ კალენდარში მუჰარამი პირველი თვეა. მუჰარამი იმ 4 წმინდა თვეს შორისაა, რომელთა დროსაც ომი აკრძალულია. გამომდინარე იქიდან, რომ მუსლიმები მთვარის კალენდარს იყენებენ, მუჰარამის პერიოდი გრეგორიანული აღრიცხვის მიხედვით სხვადასხვა დროს უწევს. მუჰარამი წარმოდგება არაბული სიტყვიდან “حرام‎ – ჰარამ”, რაც აკრძალულს ნიშნავს. ზოგიერთი მუსლიმი ამ დროს მარხულობს კიდეც.

კარდიფის გიგანტი

1869 წლის 16 ოქტომბერს ნიუ-იორკის შტატის პატარა წყნარი სოფელი კარდიფი მოულოდნელად გამოცოცხლდა. უილიამ ნიუელის ბეღელის უკან ჩატარებულმა გათხრებმა 3 მეტრი სიგრძის ადამიანის გაქვავებული ნაშთი აღმოაჩინა. ამბავი უმალ მოედო მთელ სოფელს და მალე ამ ადგილს ათასობით ადამიანი მოაწყდა. ერთჯერადი ხილვა 50 ცენტი ღირდა, თუმცა ხალხი უზღვავად იყო და მათი ნაკადი არ წყდებოდა.

[+16] ინტერნეტ-მითი: ჭამენ თუ არა ჩინელები ადამიანის ემბრიონის სუპს?


ბევრს უნახავს სურათები, სადაც ჩინელები ერთ-ერთ ტაივანურ რესტორანში თითქოსდა ჩანასახისგან სუპს აკეთებენ, ზოგჯერ უბრალოდ წვავენ, შემდეგ კი კლიენტები მიირთმევენ მას. ამას თან ერთვის კმაყოფილი მომხმარებლების კომენტარები და ზოგჯერ ფასებიც კი, რომლებიც 50-დან 70 დოლარამდე მერყეობს.

პრისცილა – მაიმუნი-გოგონა

პრისცილა ბეჯანო წვერებიანი ქალების ერთ-ერთი ცნობილი წარმომადგენელი იყო. სხვადასხვა დროს მან უამრავი მეტსახელი მიიღო, ყველაზე ხშირად კი უწოდებდნენ “პატარა თმიან გოგონას”, რომელიც მოგვიანებით გადააკეთეს და გახდა “მაიმუნი-გოგონა”.
პრისცილა დაიბადა 1911 წლის 26 აპრილს პუერტო რიკოს ქალაქ ბაიამონში. მას პატარაობიდანვე სჭირდა ჰიპერტრიქოზი (ჭარბთმიანობა კანის უბნებზე, რომლებზედაც ჩვეულებრივ თმა არ იზრდება), ასევე კბილები ორ რიგად ჰქონდა განლაგებული, რის გამოც უმალ მიიპყრო ცნობისმოყვარეებისა და ექიმების ყურადღება. პრისცილას მამა ჩვეულებრივი ესპანელი კაცი იყო და არ იცოდა, შვილისთვის რა მოეხერხებინა, ამიტომ აშშ-ში, ნიუ-იორკში გაემგზავრნენ. იმედი ჰქონდათ, რომ იქ კომპეტენტური ექიმებისგან მიიღებდნენ პასუხს.
ნიუ-იორკში პასუხების ძებნაში 7 თვე გაატარეს, შემდეგ კი პრისცილას მამას თავში აზრად მოუვიდა, შვილის სხეულით ფული ეშოვა. მაგრამ ინგლისურისა და ბიზნესის არასათანადო ცოდნის გამო საქმე ვერ ააწყო და დასახმარებლად მიმართა შოუმენ კარლ ლოთერს. ლოთერი რამდენიმე წარმატებულ შოუს მართავდა და გამოცდილი კაცი იყო. ის პრისცილათი დაინტერესდა და თავისთან აყვანა გადაწყვიტა.ასევე ეხმარებოდა ოჯახს ფინანსურადაც.