Jul 5, 2012

ანეგდოტები

a

  • ჟორამ სმს მიიღო: „ძვირფასო, ხმამაღლა წაიკითხე: სიკონა ლამილე ბოვანა ლიკილე უდმოდო ჟაკილე ფრასკალა ბიკილე.“ ცოტა ხანში მეორე სმს მიიღო: „ახლახანს შენ წარმოთქვი ინდური წყევლა, რომელიც ხუთი წლის განმავლობაში დაგიცავს სექსუალური კონტაქტებისაგან. გკოცნი, შენი ჟენია.“ ***
  • კახელი და ვიღაც ქალი ერთი კუპით მგზავრობენ.ორივე ჩუმადაა.ბოლოს მიხომ ვეღარ მოითმინა: -ჩუმათ რათა ხარ? -მინდა და ვარ. - ჯოო, თუ გინდა ჩუმათ რაღათა ხარ, ჰაა? ***
  • ქიმიის მასწავლებელი ეკითხება ბავშვებს: _აბა ბავშვებო დამისახელეთ ისეთი ნივთიერება,რომელიც მაგარი მკვრივი მდგომარეობიდან გარდაიქმნება გაზად. ყველა დუმდა.მიხომ ხელი ასწია. _აბა მიხო გისმენ! _ლობიო მასწ. ***
  • ორი ძმაკაცი საუბრობს: – მაგარი სიდედრი მყავს, ძმაო, ცეცხლია ცეცხლი. – ჩემი უფრო ნაკვერჩხალს ჰგავს, რომ შეაფურთხებ შიშინს იწყებს ***
  • მიყრუებულ სოფელში ქალაქიდან კაცი დაბრუნდება. სოფლელები შემოეხვევიან და შეეკითხებიან აბა რა ამბებია რა ხდებაო? კაცი ეტყვის: - მოკლედ ორი ამბავია ერთი ცუდი მეორე კარგი, რომლით დავიწყოო? - რა თქმა უნდა ცუდით დაიწყეო. - ცუდი ამბავი ისაა, რომ 2012 წელში ისეთი ცხოვრება დადგება, რომ მძღ*ერის ჭამაც მოგვენატრება. - კარგი ამბავი კიდე ისაა, რომ ერთ ადგილას იმდენი მძღ*ერი ვიპოვე ყველას გვეყოფაო. ***
  • კაცი მივიდა ექიმთან: - ექიმო, თითი მოვიტეხე! - გაიხადეთ. - რა უნდა გავიხადო, ქალო, თითი მაქვს მოტეხილი!.. ამ დროს შირმის უკნიდან ხმა ისმის: - აზრი არა აქ, ძმაო, ტყუილად ესპორები! აგერ, მე ტელეფონის გასარემონტებლად მოვედი, და... ***
  • მასწავლებელი კლასში მოიყვანს ჩიტს და ისე დაიჭერს რომ მარტო უკანა ნაწილი გამოუჩნდება და მიხოს შვილს ეკითხება - რა ჩიტიაო? ვერ გამოიცნო მიხოს შვილმა და მიიღო ორიანი. სახლში რომ მივიდა უთხრა ყველაფერი მამამისს. მეორე დღეს მიდის მიხო სკოლაში, კლასში ტ...ს შეყოფს და ეტყვის მასწავლებელს - აბა ვისი მშობელი ვარ გამოიცანიო?! ***
  • სამი ნარკომანი მატარებლის ლიანდაგზე მიხოხავს. ერთი იძახის: _აუ რა მაღალი კიბეა. მეორე: _თან რა დაბალი მოაჯირი აქვს. მესამე: _არაუშავს, აგერ ლიფტი მოდის... ***
  • გურულ გამომძიებელთან ეჭვმიტანილი შეჰყავთ: _ აგერ, ბატონო, აგი და თქვენ მიხედეთ. _ რა დააშავა? ... _ ზოოპარკში შეიპარა და ლომს აუპატიურებდა. _ მერე ამასთან მტიებთ მარტოს?!!!! :D :D ***
  • ბავშვი თამაშობს ქვიშაში.. ერთ-ერთი ქალბატონი მივარდება და ანერვიულებული ეკითხება: - რას ჭამ შვილო ვინ მოგცა ?? - არავის არ მოუცია, თავისით მოხოხდა.. ***
  • – იცი, გუშინ მეუღლეს სილამაზის სალონში წასასვლელად 200 ლარი ვთხოვე – ეუბნება ერთი მეორეს. – მერე, მოგცა? – იმ უსინდისომ შემათვალიერა და 500 ლარი მომცა. ***
  • კაციჭამიების ოჯახიდან: -მამი,მამი, მოდი დედა შევჭამოთ - გადაირიე შვილო? ნახევარი ბებია გვიფუჭდება მაცივარში ***
  • ქალს სამშობიაროში ტყუპები ეყოლა. ზის და ტირის. მედდა ეკითხება: – რა გატირებს? – ქმარმა რომ მკითხოს, მეორე ბავშვი ვისგან გყავსო… რა ვუთხრა. ***
  • ორი სკლეროზიანი დაქალი მესამეს ესტუმრა. მასპინძელმა დაქალებს ყავა მოუდუღა და მიართვა. ათი წუთის შემდეგ დაავიწყდა და ისევ მოუდუღა. ასე განმეორდა რამდენჯერმე. მოხუცები გაიჭყიპნენ, გულმოსულები წამოხტდნენ და კუსკუსით გაუდგნენ გზას. – სულ გამოსკლეროზდა ვენერა, – ეუბნება ერთი მეორეს, – ამდენი ხნის უნახავი დაქალები ვეწვიეთ და ყავაც არ მოგვიდუღა! ***
  • სვანი ჩინურ რესტორანში შევიდა: -ლიკოკინა მომიტანეთ! -მოუტანენ ლოკოკინას და დაიწყებს წოვას! წოვს წოვს და მაინც არაფერი გამოსდის. ბოლის შიგნით ჩაიხედავს. ლოკოკინა წამოწოლილია და იძახის: -მიდი გიჟო მიდი! :D ***
  • ქმარმა ცოლი ძმაკაცის დაბადების დღეზე მიიყვანა. – ოჰ, ქალბატონო თამრიკო, სიკვდილსაც ვერ უცნიხართ! – მიეგება მასპინძელი, – ისე ხართ ჩაცმული, ძლივს გიცანით. – ქალო, – იღრინება ქმარი, – მაგან შენ გახდილი გნახა ოდესმე თუ რას ბოდიალობს?! ***
  • – გღვიძავს, კაცო? – მუჯლუგუნს ჰკრავს ცოლი ქმარს. – რა იყო? – რაღაც არ მეძინება და ოცნებებში წავედი. მინდა, იქ წავიდე, სადაც არასოდეს ვყოფილვარ და ის გავაკეთო, რაც არასოდეს გამიკეთებია. – შედი აბაზანაში და ნასკები გამირეცხე.

No comments:

Post a Comment